საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონელ კოლეგას, ტაავი რიივასს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს მოაწერენ ხელს. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილი...
ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში მეორე მსოფლიო ომის მემორიალური დაფის გვერდით სტალინის ძეგლი დადგეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათთვის უცნობია, თუ ვინ აღმართა მონუმენტი. წლების განმავლობაში ის ერთ-ერთი ქარხნის ეზოში იდგა. დაბა შორაპნის მცხოვრებლები ფაქტის გამოსაძიებლად ადგილობრი...
საქალაქო სასამართლოში დღეს რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი განახლდება. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, მოსარჩელე მხარემ სასამართლოსთვის სარჩელის ძირითადი პუნქტების შესახსენებლად 5 წუთი მოითხოვა. პროცესზე რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების ადვოკატები საპაექრო სიტყვით წარ...
იუსტიციის სამინისტროში დღეს საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან 8 პროკურორი, ორი მოსამართლე, საპარლამენტო უმრავლესობიდან დასახელებული ერთი დეპუტატი და არასამთავრობო სექტორის 2 წარმომადგენ...
მორიგი თავდასხმა ისრაელში. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალგაზრდა პალესტინელი ავტომანქანით ხალხის მასაში შეიჭრა. შედეგად, ისრაელის სამი მოქალაქე დაშავდა. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. მანამდე პოლიციამ ჰებრონში კიდევ ერთი პალესტინელი მოკლა, რომელიც ებრაელ ჯარისკაცებს თავს დანით დაესხა. ბოლო...
ალ-ქაიდა ისლამისტურ დაჯგუფებებს ურთიერთდაპირისპირების შეწყვეტისა და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება ტერორისტული დაჯგუფების ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირმა გააკეთა. “ამერიკელები, რუსები, ირანელები, ალავიტები და ჰეზბოლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან. თუ ისინი ჩვენს ...
ეგვიპტეში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ცხედრები ქაიროდან სანკტ-პეტერბურგში გადაასვენეს. ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი დღეს დილიდან დაიწყება. ეარბასის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა ეგვიპტეში 2 დღის წინ განიცადა, რასაც 224 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა.
ძლიერი აფეთქება თურქეთში. სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ნუსაიბინის ცენტრალურ რაიონში სავარაუდოდ ავტომანქანა აფეთქდა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილობრივ პოლიციას მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებია.
თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს . ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს გამარჯვება უკვე მიულოცა. ახმეტ დავიდოღლუმ მათ სიტყვით მიტინგზე მიმართა. ბოლო 5 თვის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები თურქეთში უკვე მეორედ გაიმართა. წინა არჩევნების შედეგებით, თურქეთის სამართლიანობისა და გა...
აზერბაიჯანის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. ილჰამ ალიევის “ახალმა აზერბაიჯანმა” 125 საარჩევნოოლქიდან 71-ში გაიმარჯვა, 42 ოლქში წარმატებას დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიაღწიეს, სხვა პარტიები კი მილი მეჯლისში 12 მანდატს მიიღებენ. დეპუტატის მანდატს მიიღებს აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევაც, რომელიც ...
ქუთაისში, მე-12 კლასელი ცივი იარაღით მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
საგარეჯოს არჩევნების შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება გახდა „მიშა 2“, რის გამოც მე ისევ გავდივარ რუსთაველის ძეგლთან და კვლავ ვიწყებ საპროტესტო აქციებს ახალი ტიპის სისტემის და რეჟიმის წინააღმდეგ-ასეთი განცხადება გააკეთა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის&ldquo...
ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებს შეხვდა. ღონისძიებას ძირითადად ის ქართველები ესწრებოდნენ, რომლებიც ვაშინგტონში წამყვან საერთაშორისო თუ ადგილობრივ საფინანსო კომპანიებსა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობენ. მინისტრმა ხაზი...
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს. შუალედური არჩევნებისას მომხდარი ექსცესების კომენტირებისას მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ ესმის ის ისტერიკა, რომელიც ჯარისკაცების ხმებს მოყვა. „ადამიანს, რომელიც ებრძვის ევროკავ...
უცნობმა პირებმა საქართველოს ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს. შემთხვევა ოზურგეთში, დღეს დილით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაძარცვული აპარატი მომხდარიდან რამდენიმე საათში ქალაქში იპოვეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს ოზურგეთშ...