პეკინის გამზირი ხვალ, 11:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. ”საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი, ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებული მონაკვეთი ორივე მიმართულებით, 5 დეკემბერს 11:00 საათ...
ევროპარლამენტმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს 31 პარლამენტარი აწერს. ღია წერილში ავტორები ევროპარლამენტის ლიდერებს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ფედერიკა მოგერინის და სხვებს მი...
წუხელ საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში კვლავ ძლიერი თოვა იყო. მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურერბის მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორ...
– „საქართველოს ბანკმა“, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა დიჯიპასის მობილური აპლიკაციის დანერგვის შესახებ. მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა დისტანციურ არხებში შესასვლელად და ამავე არხებში ოპერაციების შესასრულებლად მიიღოს დაგენერირებული კოდები უსაფრთხოდ და სწრაფად, დიჯიპასის აპლიკაციის მეშვეობ...
მოსკოვის მერიამ ოპოზიციის აქციაზე სანქცია არ გასცა. განაცხადი ოპოზიციის ლიდერებს 12 დეკემბერზე ჰქონდათ შეტანილი. მიტინგზე ისინი 30 ათასამდე ადამიანის გამოყვანას გეგმავდნენ. მსვლელობები პუშკინსკაიას მეტროდან სახაროვის პროსპექტამდე უნდა გამართულიყო.
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი, რომელმაც ჯაშუშობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, მაგომედ ხასიევს თავი მოჰკვეთა, ამოცნობილია. ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი იტყობინება. მისი თქმით, მკვლელი ნოიაბრსკის რაიონის მცხოვრები, 28 წლის ანატოლი ზემლიანკაა, რომელიც ეროვნებით რუსია. სიკვდილით დასჯ...
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს უმასპინძლა. როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, კამპანიის „ჩააბარე მაკულატურა – გადაარჩინე ხეების“ ფარგლებში, პარლამენტმა 22 ტონა მაკულატურა ჩააბარა, რომლის სანაცვ...
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება 11 დეკემბერს, 20:00 საათზე თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში, ჭავჭავაძის #11-ში შედგება. გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ ეწვიონ ფილიალს და თავად დაესწრონ გათამაშების პროცესს. გათამაშებაში მონაწილეობას იღებენ ის მომხმარებლები, რომლებმ...
ფიფას 8 მაღალჩინოსანმა წაყენებული ბრალდება აღიარა. მათ შორის ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი უები, ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერხიო ხადუ და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ლუის ბედოიაც არიან. მათ ბრალად კორუფცია, თაღლითობა და გამომძალველობა ედებათ. ჯარიმის სახით მათ 40 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ. &nbs...
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თავის ფუნქციებს განუმარტავს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტი სპეკულირებს იმით, რომ პრეზიდენტია. დეპუტატის შეფასებით, "ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი" უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მიდის...
ბარბარა სტრეიზანდი ახალ ამპლუაში მოგვევლინება. ლეგენდარული მსახიობი და მომღერალი ეკატერინე მეორეზე ფილმს გადაიღებს. ისტორიულ ფილმში „დიდი იმპერატრიცის“ ცხოვრებისა და მოღვაწეობის ის პერიოდია ასახული, როდესაც ქმრის უუნარობის გამო მან ხელისუფლება საკუთარ ხელში აიღო. ფილმის პროდიუსერი ჯილ ნეტერია....
არანაკლებ 12 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მდებარე რესტორანში აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი“ ავრცელებს. სავარაუდო ინფორმაციით, თავდამსხმელებმა რესტორანში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. თვითმხილველებს განსხვავებული ვერსიები აქვთ - ზოგი მათგანი ამბობს რ...
"ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2012 წელთან შედარებით გაზრდილ ხელფასებზე ისაუბრა. „ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შ...
მოძრაობა თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა. მულა აკტარ მოჰამ მანსური ყოფილ თანამებრძოლებთან მომხდარი შეტაკებისას მძიმე დაიჭრა. თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. შეხვედრა თალიბთა ლიდერებს შორის პაკისტანში გაიმართა და სროლით დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე უწყებაში საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. კერძოდ, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის აკადემიის რექტორად დაინიშნა. მის ადგილს კი, ომარ ბეგოიძე დაიკავებს. "გენერალი ჩაჩიბაია პროფესიონალი გახლავთ და გამოცდილი სამხედრო მოსამსახ...