კენიის ქალაქ დაბააბში, სადაც მსოფლიოში უმსხვილესი ლტოლვილთა ბანაკი მდებარეობს, ხოლერამ იფეთქა. ეპიდემიამ, ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 540-ს აღწევს. ექსპერტთა ვარაუდით, ხოლერის გავრცელების მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ. სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მონიტორინგი პროექტის - „მხარი მხარს“ ფარგლებში ხორციელდება. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის ფსიქოლოგ...
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების გუნდის მხარდაჭერით იმართება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებისთვის უკვე მეხუთედ ტარდება. წელს სემინარ...
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე გაუგებარს უწოდებს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის კიდევ ერთხელ გადავადებას. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გაურკვევლობას ბადებს, რატომ არ მოხდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ბოლო გადავადებიდან გასული 2-წლიანი პერიოდის რაციონალურად გამოყენება. ,,გადავადების მი...
კენია ტაქსის მძღოლებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს. ტაქსისტებს ჰიგიენის წესების დაცვა ევალებათ. მათ მანქანებში სიგარეტის მოწევა და ფანჯრიდან გადაფურთხება ეკრძალებათ. ტაქსებში აიკრძალება ხმაურიანი და ვულგარული მუსიკის ჩართვაც. კანონდამრღვევები ჯარიმის სახით 300 დოლარს გადაიხდიან.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის ინიციატივით ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორისი კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში ძალოვანი უწყებების ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ. ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ტერორიზმის კუთხით საერთაშორისო და...
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს იზიარებს. როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, დღეს, სავარაუდოდ, დასკვნა გამოქვეყნება, რომელიც მაღალი ალბათობით პოზიტიური იქნება. მისი თქმით, დასკვნის გამოქვეყნების ...
სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის, მხატვარ ჯონ უერდმანის კუთვნილი ისტორიული სახლის აღსადგენად, საქველმოქმედო კამპანია იწყება. თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიში, რომელზეც ყველა მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა. ერეკლე მეორის დროინდელი, 580 კვმ ფართობის, სამსართულიანი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატ...
ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგო რატიანის განცხადებით, პოლიტიკური სპექტრი მოლოდინშია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ბევრი წლის ნამუშევარი დაფასდება. როგორც ჟურნალისტებს რატიანმა განუცხადა, ხალხი იმსახურებს იმას, რომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს. ,,ჩვენი მიზანია, ქვეყანაში მეტი ინტეგრაცია იყოს&l...
პენტაგონი გუანტანამოს ციხიდან 17 პატიმრის გადაყვანას კუბაში აპირებს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა კონგრესი საქმისყურში უკვე ჩააყენა. იმ შემთხვევაში, თუ გუანტანამოს 17 პატიმარი დატოვებს, ციხეში სულ 90 მსჯავრდებული დარჩება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის შეფასებით, ძნელია დაიჯერო რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები, თუმცა თუკი რუსეთი უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან კარგი იქნება. „რუსეთის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზ...
თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. „ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ადამიანები, რომელთაც აქვთ მცდელობა საკუთარი უფლებამოსილება გამიყენონ არაკეთილსინდისიერად, თუმცა, როგორც ხედავთ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიის ხელმძღავნელმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები...
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში, უკონტაქტო პატრულირების შსახებ განმარტებებს აკეთებს. „უკონტატო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფ...
საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ. ქართველ სამართალდამცველებსა და ინტერპოლს შორის წარმატებული თანამშორმლობის ფარგლებში, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს რადიოლოგიური/ბირთვული ტერორიზმის აღკვეთის განყოფილებამ, CBRNE-ს ქვედირექტორატის ქიმიური ასაფეთქე...