ნიგერიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა. "ბოკო ჰარამის" ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმა ქალაქ მაიდუგურიზე განახორციელა. დალორის დასახლებაში ისლამისტებმა 65 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. ტერორისტებმა ათობით საცხოვრებელი სახლი გადაწვე...
სირიაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, დამასკოს სამხრეთ ნაწილში მომხდარ აფეთქებებს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. ტერორისტთა სამიზნე საიდ ზეინაბის შიიტური რაიონი გახდა. მომხდარზე პასუხ...
დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში? დევიდ ქემერონისა და დონალდ ტუსკის შეხვედრის შემდეგ საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით ვერც ამჯერად დასრულდა. ტუსკმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შე...
ანკარამ მოსკოვს სუ-34-ის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ...
უკრაინა მზადაა ,,ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ჩაერთოს. ამის შესახებ გამოცემა “ინდეპენდენტი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს ანტიტერორისტულ ოპერაციაში დახმარებას ოფიციალურად, უახლოეს ხანებში შესთავაზებს. სირიის სამხედრო ოპერაციებში ჩართვის შესახებ კიევს ოფიციალური განცხადებ...
დღეს, 1-ელ თებერვალს, ცნობილი ქართველი მსახიობის, იპოლიტე ხვიჩიას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა. იპოლიტე ხვიჩია 1985 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა. ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იპოლიტე ხვიჩია 1910 წლის 31 დეკემბერს სოფელ კონტუათში (ახლანდელი ხონის რაიონი) დაიბადა. 1934 წელს და...
მოლდოვის ოპოზიცია კიშინევში საპროტესტო აქციების განახლების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სოციალისტთა ლიდერმა იგორ დოდონმა განაცხადა. მისივე თქმით, სამოქალაქო ფორუმზე შემუშავებულ მოთხოვნათა პაკეტს ოპოზიცია ხელისუფლებას ხვალისთვის გადასცემს. ხელისუფლება მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებს. მასობრივი საპროტეს...
დღეს, 1-ელ თებერვალს, ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეა. ანტონ მარტყოფელი (მარტომყოფელი), ანტონ მესვეტე, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანია. ანტონ მარტყოფელი საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს "მარტოდმყოფელი". ფიქრობდნენ, რო...
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლს "აბესალომ და ეთერი" დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა სპექტაკლის დაწყებამდე ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია დაათვალიერა და თეატრში შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტა...
1-ელ თებერვალს, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაითვალისწინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოს ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია და გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სასაწავლო პროცესი ორი დ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს, თავდაცვის მინისტრს სეირან ოჰანიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს დ...
თბილისში კახეთის გზატკეცილზე აფეთქება მოხდა. ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. როგორც წინასწარ ხდება ცნობილი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ტერიტორიაზე მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე იმყოფებიან სამშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლი...
სირიის დედაქალაქ დამასკოში 2 აფეთქების შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ,,ბიბისი” ადგილობრივ სახელისუფლებო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი აეთქება მოხდა შიიტურ მავზოლეუმთან გაჩერებულ ავტომობილში. თავდასხმა მოხდა შიიტებზეც, რომლებიც მავზოლეუმისკენ მოემართებოდნენ. ლიბანის შიიტური მოძრა...
რუსთავში, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედოს ოფისი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები....
თურქეთის საჰაერო-სამხედრო ძალები განგაშის ნარინჯისფერ დონეზეა გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სამთავრობო სააგენტო Anadolu Agency ავრცელებს. ადგილობრივი სამხედრო პირების განმარტებით, გამოცხადებული განგაშის ფორმა გულისხმობს ყველაფრისთვის სრულ მზადყოფნას და მფრინავების მხრიდან...