ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ალიანსს მოუწოდებენ, დაადასტურონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით. ამის შესახებ ნათქვამია ტირანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შემდეგ მიღებულ შემაჯამებელ დეკლარაციაში. დოკუმენტში ასამ...
მთავრობა ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობასა და ოპერირებისთვის ინვესტორს ეძებს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძ...
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გახსნილია. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტულ სეზონს რეგიონი წელს სიახლეებით ხვდება, როგორც ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების, ასევე სერვისის გაუმჯობესების კუთხით. წელს, რეგიონის სტუმრებს აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ს...
ეს მავთულხლართი დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა კედელი ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში განაცხადა. მისივე თქმით, უსამართლობა აუცილებლად დამარცხდება. „ეს მავთულხლართი დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა კ...
,,რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე რეპლიკის გაკეთების საშუალება არ მისცეს. გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა და განაცხადა, რომ კოლეგია, თეა წულუკიანი და მთავრობის წევრები ერთიდაიგივე დისკუსიის ნაწილი არია...
ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემების - "საქმიანი დილისა" და "ბიზნესკონტაქტის" ავტორი და მენეჯერი გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა ხელი უკვე მოაწერა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან. პრეზიდენტები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცძოვრებ ვანიშვილების ოჯახს შეხვდნენ. სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველო ოფიციალური ვიზიტით 30 მაისს ესტუმ...
„ჩვენ არასოდეს ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესს წარმართავდა ხელისუფლება," -ამის შესახებ ,, რუსთავი 2“ -ის საქმესთან დაკავშირებით, ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს. „ჩვენ არასოდეს ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკუ...
ქართველმა სამხედროებმა პარამკლავჭიდის XIX ევროპის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. კაპრალი თემურ დადიანი და მასტერ-სერჟანტი აბესალომ ბუკია საქართველოში ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ. პარამკლავჭიდის XIX ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა. თემურ დადიანმა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩატარებული რვა შეხვ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნჰენში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართულ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე უკრაინის მოქალაქე ვიტალი კოსტუჩენკო და საქართველოს მოქალაქეები, ელხან მუსტაფაევი და აკიფ ხალილოვი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ”საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების...
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის შეფასებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების დროს არ იყოს ,,რუსთავი 2“. მისივე თქმით, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ,,რუსთავი 2“ -ის პარალიზება. „მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება და...
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, სამხედრო კონტინგენტს გაზრდის, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხეს გრძნობენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. &ldq...
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, 2016 წლის 31 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთ...
თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის სასაფლაოზე, 30 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ის სოფლის სასაფლაოზე ჩამომხრჩვალი ნახეს. თანასოფლელები ამბობენ, რომ მამაკაცს ნათესავებთან კონფლიქტი მოუვიდა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.