რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნა რუსთავში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი გაიხსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ...
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხე...
მალტაში ევროკავშირის ლიდერები მიგრანტთა კრიზისზე მსჯელობენ. ისინი ლტოლვილებისთვის ხმელთაშუა ზღვის მარშრუტის ჩაკეტვის გეგმაზე შეთანხმდნენ. ე.წ. სიკვდილის მარშრუტით ევროკავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ გასულ წელს 180 ათასზე მეტმა ლტოლვილმა შეაღწია, ათასობით კი დაიღუპა. ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ლიბიის ხელისუფ...
რუმინეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის მეოთხე დღეს ბუქარესტის ცენტრალურ მოედანზე 300 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. რუმინეთის მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ციხეებს კორუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნებიც დატოვებენ. ამნისტია იმ პირებს შეეხებათ, რომელთაც ქვეყნისთვი...
ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად წოდებულ რაქას სასმელი წყალი აღარ მიეწოდება. ამის შესახებ ოფიციალური დამასკო იტყობინება. წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი წყალსადენის დაზიანება გახდა. მილები სახელისუფლო ავიაციის ავიაიერიშების შედეგად დაზიანდა. რაქას ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ.
მოსკოვი ლუკაშენკოს განცხადებებს ეხმაურება. კრემლის პრეს-სამსახურმა იმ ეონომიკური დახმარებების სია გამოაქვეყნა, რომელიც ბელარუსს 2011-2015 წლებში რუსეთმა გაუწია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ დროის პერიოდში ბელარუსს რუსეთისგან 6 მილიარდიანი კრედიტი აქვს მიღებული. მოსკოვი მინსკზე ზეწოლაში ბელარუსის ლ...
თეთრი სახლის პრეს-მდივნის, შონ სპაისერის თქმით, გაეროში ამერიკის წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის მიერ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას ემთხვევა. 2 თებერვალს საბჭოს სხდომაზე ჰეილიმ ღიად განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები დონბასის ოკუპაციისა და ყირიმის ანექსიის შეწყვეტა...
შეერთებული შტატები კუბასთან ურთიერთობას გადახედავს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება ძირითადად კუბაში ადამიანების უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული. ჰავანასთან ურთიერთობის განტვირთვა ობამას ადმინისტრაციამ 2015 წელს დაიწყო. ვაშინგტონმა კუბას ს...
ვაშინგტონი ირანს ახალ სანქციებს უწესებს. შავ სიაში დამატებით 13 ფიზიკური პირი და 12 კომპანია მოხვდა. ამის მიზეზი ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გახდა. გაეროს რეზოლუცია ირანს ბირთვული ექსპერიმენტების შეწყვეტას ავალდებულებდა, თუმცა 1 თებერვალს თეირანმა კიდევ ერთი საშუალო რადიუსის რაკეტა გამოცადა....
სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ახალი საიმიგრაციო რეგულაციების მოქმედება შეაჩერა. სარჩელი სასამართლოში ადგილობრივმა პროკურატურამ შეიტანა, რომელიც თეთრი სახლის ლიდერის ბრძანებულებას ლტოლვილთა მიღების შეჩერების შესახებ არაკონსტიტუციურად ცნობს. ვაშინგტონის შტატის პროკურორმა ბობ ფერგიუსონმა სასამართლოს ...
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ლუვრში სამხედრო მოსამსახურეს დაესხა თავს, ეგვიპტის მოქალაქეა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი 29 წლისაა. ასევე ცნობილია, რომ ის საფრანგეთში ტურისტული ვიზით მოხვდა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. თავდასხმა ლუვრის...
სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობა ვიზალიბერალიზაციით ვერ ისარგებლებს. ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შემდეგ დეფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებით ის ეთნ...
მიჩიგანში დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული საემიგრაციო რეგულაციების მოქმედება დროებით შეჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დეტროიტის საოლქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე ვიქტორია რობერტსის მათ, ვინც შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრობს ან მოქმედი საიმიგრაციო ვიზა აქვს, აშშ ტერიტორიაზე შესვლა არ აეკრძალებათ. მანამდე ანალოგიური ...
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დამტკიცებას განცხადებით გამოეხმაურა. "2 თებერვალს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამტკიცების თაობაზე ეიფორია გამოიწვია საქართველოს ხელმძღ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ”თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახ მკვლელობის ფაქტზე და ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმის მასალების თანა...