პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად, ყველაფერი გაკეთდება. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, კონგოში, ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "მხოლოდ 22 თებერვალს გახდა ცნობილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, საგარეო უწყებისთვის. ამ ამბ...
გიორგი მარგველაშვილს დღეს საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა. ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინ...
თავდასხმა ინდოეთში. ჯამა და კაშმირის შტატში შეიარაღებული პირები თავს სამხედრო კოლონას დაესხნენ. შეტაკებისას 4 ინდოელი სამხედრო დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს. მათი ძებნის ოპერაცია უკვე დაწყებულია.
პაკისტანში აფეთქებების ხმა ისმის. ტერორისტთა სამიზნე ლაჰორის პროვინცია გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა კომერციული ცენტრის სიახლოვეს ამოქმედდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ბომბი ბომბი სწრაფი კვების რესტორანთან აფეთქდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის ...
ჩრდილოეთ დაკოტაში ნავთობსადენის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვების ბანაკი დატოვეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა. მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, ტერიტორია დღის 2 საათისთვის დაეტოვებინათ, თუმცა რამდენიმე ათეული აქტივისტი ბრძანებას არ დაემორჩილა. მასობრივი საპროტესტო აქციების გამო ჩრდილოეთ დაკ...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა. ,,მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა...
დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრებს შეხვდებიან. ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ მზად არიან ყველა დასმულ კითხვას გასცენ პასუხი. „ყველა დასმულ კითხვაზე გავცემთ პასუხს, თუმცა რა საკითხზე იქნება კონკრეტულად საუბარი ეს ჯერ არ ვიცით “, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა მ...
თბილისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება დაიწყო. ორი თვის განმავლობაში, თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება, რაც ასობით ელექტრონულ წიგნს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ას...
პრინცესა დაიანას კაბებს კენსინგტონის სასახლეში გამოფენენ. ექსპოზიცია, სახელწოდებით „დიანა: მისი სტილის ისტორია“ ხვალ გაიხსნება და პრინცესის ტრაგიკული გარდაცვალების მე-20 წლისთავს მიეძღვნება. პრინცესა დაიანა პარიზში ავტოკატასტროფის შედეგად 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შვილები უილიამი და ჰარი დედის...
მელანია ტრამპი „მეილი დეილის“ ისევ უჩივის. პირველი ლედის ადვოკატებმა სასამართლოში განმეორებითი სარჩელი შეიტანეს. საუბარია „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქორწინებამდე მელანია ტრამპი ექსკორტ-მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობდა. სკანდალური სტატიის გა...
დაჰაუს ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკს მოპარული ჭიშკარი დაუბრუნეს. რკინის კონსტრუქცია, წარწერით „შრომა გაგხდის თავისუფალს“ გასული წლის ნოემბერში მოიპარეს. პოლიციამ 100 კილოგრამიანი ჭიშკარი ნორვეგიაში აღმოაჩინა. გერმანიის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ჭიშკარი ნეონაცისტების მოპარული იყო, თუმცა ქურდობის ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დ...
მუსლიმმა აქტივისტებმა მისურიში ებრაული სასაფლაოს აღსადგენად 90 ათასი დოლარი შეკრიბეს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. სენტ-ლუისის სასაფლაო ვანდალებმა 19 თებერვალს შეურაცხყვეს. საფლავების უმრავლესობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და მათ რესტავრაციას სოლიდური თანხა სჭირდება.
ერაყის არმიამ მოსულის აეროპორტზე მასირებულ შტურმს ახორციელებს. ამის შესახებ „სკაი ნიუს არაბია“ იტყობინება. ოპერაციაში სწრაფი რეაგირების ძალები, ფედერალური პოლიციის შენაერთები და ავიაცია არის ჩართული. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია ერთი კვირის წინ დაიწყო. ქალაქის დასავლეთ ნაწილს ამ დრომდე ისლამი...
ცენტრპოინტის დამფუძნებელს და დირექტორს მაია რჩეულიშვილს 250 000 ლარის უძრავი ქონება ჩამოერთმევა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე მიიღო. პროკურორის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია და საგამოძიებო უწყებამ სწორედ ამიტომ მოითხ...
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ შემოუერთდა. „ელიტ ელექტრონიქსი“ 21 წელია რაც მოღვაწეობს ტექნიკის ბაზარზე და საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად განახლებადი ა...