ევროპარლამენტის კომიტეტმა საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. შესაბამისი მოთხოვნით ევროპარლამენტს საფრანგეთის პროკურატურამ მიმართა. მიზეზი ლე პენის მიერ ტვიტერზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის...
„იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო," - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 1...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას დიტმირ ბუშატის შეხვდა. შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ალბანეთს შორის საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში მაღალი დონის რეგულარული შეხვ...
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია," - ამის შესახებ განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდი...
1 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.550 პროცენტით, მაქსიმალური 7.8...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა. მიხეილ ჯანელიძემ და მანუელ გონზალეს სანზიმ მიმოიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა და გამოთქვეს ...
სომალის პრეზიდენტმა გვალვის გამო საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 მილიონზე მეტი ადამიანი გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ...
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკრაინის მოქალაქეებისთვისაც იქნება შესაძლებელი. ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უკრაინელებისთვის ევროკავშირთან ვიზების გაუქმება შეთანხმეს. ცვლილებების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მფლობელ უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში ყო...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ არსებული მონაცემები მიმოიხილა. როგორც კვლევამ აჩვენა, იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონება 2016 წელს წინა წელთან შედარებით 359-ით (25.5%) გაიზარდა და 1,769 შეადგინა. დასაკუთ...
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი გრძელდება. ამჯერად მართლმსაჯულების წინაშე 330 ეჭვმიტანილი წარსდგა. მათ შორის 58-ე საარტილერიო ბრიგადის მოსამსახურეებიც არიან. ისინი 26 ივლისს დააკავეს და ბრალად პუტჩის მოწყობის მცდელობა წაუყენეს.
ავიაკატასტროფა მასაჩუსეტსში. მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი მეთუენის დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. საფრენი აპარატი ერთ-ერთი სახლის სახურავს დაეცა. ინციდენტს მხოლოდ პილოტი ემსხვერპლა. თუ რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
უბედური შემთხვევა ალაბამაში. 73 წლის მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სასკოლო აღლუმზე მანქანით შევარდა. ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციამ ტერაქტის ვერსია თავიდანვე გამორიცხა.
ისლამური სახელმწიფოს ლიდერები მოსულიდან მირბიან. ამის შესახებ ერაყის ფედერალური პოლიციის უფროსმა შაირ ჯაუდატმა განაცხადა. მისივე თქმით, ისლამისტთა მეთაურები შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან და სიტუაციაზე კონტროლს კარგავენ. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია უკვე მესამე კვირაა, გრძელდება. მასში ერაყი...
ფხენიანი ისევ იმუქრება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს არ შეწყვეტენ, ფხენიანი ბირთვულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. სამხერდო სწავლება, სახელწოდებით „ფოლ იგლი“ პირველ მარტს დაიწყო. მასში 300 ათასამდე სამხრეთ კორ...
კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალდება წაუყენეს. 25 წლის სიტი აიშასა და 28 წლის დოან ტხი ხუონისთვის პროკურატიურა სასიკვდილო განაჩენის გამოტანას მოითხოვს. თავდასხმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმაზე 13 თებერვალს განხორციელდა. კიმ ჩონ ნამი ნერვო-პარალიტური ტოქსინით, ვიიქსით მოკლეს.