ენერგეტიკის მინისტრი მზად იყო წარმდგარიყო ნდობის ჯგუფის წინაშე, ეს მზადყოფნა მან გამოთქვა, ეს მე გადავეცი უმცირესობის ლიდერს, თუმცა, თქვენი მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყვა,-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაჟღერებულ საყვედურს, ენერგეტიკის ყოფილი ...
რუსეთში ცნობილ ქართველ ტენორს, ზურაბ სოტკილავას დაემშვიდობნენ. ცერემონია მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართა და მას რუსეთის კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი, ვიცე-პრემიერი ოლგა გოლოდეცი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ზურაბ სოტკილავა 81 წლის ასაკში 18 სექტემბერს გარდაიცვალა. მას თბილისში 23 სექტემბერს დაკრძალავენ....
საქართველოს პარლამენტმა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. კენჭისყრაზე მხარი მექვაბიშვილს 80 დეპუტატმა დაუჭირა. ცნობისთვის, ირაკლი მექვაბიშვილმა პოსტზე ლაშა თორდია შეცვალა.
მასობრივი არეუობები ოდესაში. ქალაქის მერიასთან ასობით აქტივისტი შეიკრიბა. მანიფესტანტებმა საბავშვო ბანაკ ვიქტორიაში მომხდარი ხანძრის მიზეზების დადგენა და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ხანძარი კომპლექსს 16 სექტემბერს გაუჩნდა, რასა...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო, მექსიკელ ხალხს უსამძიმრებს. განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.„მინდა გამოვეხმაურო მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას, რასაც ასეულობით ადამიანი ემ...
„Dinner with Georgia”-მ ზაგრების „Tourfilm Festival”-ზე სპეციალური ჯილდო მიიღო. ჟიურის წევრებმა ნომინაციაში „საუკეთესო იდეა“ ქართული ვიდეორგოლი გამოარჩიეს. კლიპი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გადაიღეს, რომელიც...
კირკუკში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც ქურთები და არაბები მონაწილეობდნენ. მათ ხელისუფლების ზეწოლა ზეწოლა დაგმეს და ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაუჭირეს მხარი. რეფერენდუმის ჩატარებას ქურთები 25 სექტემბრისთვის გეგმავენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეთანხმებული ვარიანტი გააცნო, რომელიც დღეს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და გასაჯაროვდა. საქართველოს პრეზიდენტმა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ...
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს."19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და ...
პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელური ვერსიის შემუშავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროცესის მიზანი თანხმობის და კონსოლიდირების ნაცვლად, კონფრონტაციული ველის შექმნაა. „განსაკუთრებით საყურად...
საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და შვედეთის საგარეო უწყებებმა მინისტრების მისალოცი წერილები გაცვალეს. წერილში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შვედ კოლეგას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობ...
გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად გაძვირდა მთელ საქართველოში. მოსალოდნელია ელ.ენერგიის გაძვირებაც, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილშმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.მისი თქმით, გაზის ტარიფი საგარეჯოში 17 თეთრით, გურჯაანში 13, დუშეთში 16, ყაზბეგში 17, გორში 11, ზესტაფონში 14, გურიასა და ...
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, სტეფანწმინდაში „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებული ახალი საჰაერო გადასასვლელი მოინახულეს. ,,ეს არის უნიკ...
უამინდობა ინდოეთში. მუმბაის ტროპიკულმა შტორმმა გადაუარა. ძლიერ ქარს თან კოკისპირული წვიმაც დაერთო, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. უამინდობის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. გადაიდო ათობით ავიარეისიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
როჯერ ფედერერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია. ამის შესახებ გამოცემა FORBES იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფედერერის შემოსავალმა 64 მილიონი დოლარი შეადგინა.