სტოკჰოლმში 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. პრესტიჟული ჯილდოები მათ შვედეთის მეფემ კარლ გუსტავ მე-16-მ გადასცა. ფულადი ჯილდო წელს თოთოეულ გამარჯვებულზე 9 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს. დაჯილდოვების შემდეგ ლაურეატების პატივსაცემად სადღესასწაულო ბანკეტი მოეწყო.
10 დეკემბერს კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გოდერძზე სეზონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთისკურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ...
დასრულდა 48 საათიანი ჰაკათონი Garage48 “Gemification&Entertainment”, სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ-მენეჯერებმა განავითარეს კრეატიულ იდეები და შექმნეს სამუშაო პროტოტიპები. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მონაწილემ,რომლებმაც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად. უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა: · I ადგილი - Georgian Hero - აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ დროებითი სამსახურების მოძიებას. · II ადგილი - Clap - პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს მუსიკალურ ღონისძიებებს, გაამარტივებს ბილეთების შეძენას და სხვაორგანიზაციულ საკითხებს. აუდიტორიის რჩეული გახდა Proffesion Detector - ვებ-გვერდი, რომელიც ახალგაზრდებს უადვილებს პროფესიის შერჩევას. ტექნიკურად ყველაზეძლიერი გუნდის სტატუსი მოიპოვა აპლიკაციამ Ladybug, რომელიც ...
ბათუმში მომხდარი აფეთქების დროს 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქება, 10 დეკემბერს, 14 საათსა და 40 წუთზე ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად, დაზიანდა სხვა კორპუსებიც. დაზიანებულია მიმდებარე ქუჩებზე მდგარი ავტომანქანებიც. დაშავებულები, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე ...
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ მხარდამჭერებს სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. ამასთან, სააკაშვილის პარტიის ”ახალ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდე...
TV პირველისა და კომპანია იმიჯ-ცენტრის ორგანიზებით სილამაზის კონკურსის “მის საქართველო 2017”-ის ფინალური ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით უკვე მრავალი წელია ტარდება ჩვენ...
უამინდობა კიევში. უკრაინის დედაქალაქში გადაუღებლად თოვს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზებისა და ტროტუარების გასაწმენდად 134 ერთეული სპეცტექნიკა გამოყო. სამუშაოებში 238 ადამიანია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში ქალაქის მერია დამატებითი ტექნიკის გამოყოსაყოფად მზადაა.
იერუსალიმის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ ებრაელებისა და პალესტინელების მისაღებია და არა შეერთებული შტატების. ამის შესახებ გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. „რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, მან სწორი და მამაცური გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ეს რეალობაა- იერუსალიმი ისრაელ...
ტრაგიკული ინციდენტი კალიფორნიაში. ხანძარმა სან-დიეგოში დოღის 46 ცხენი იმსხვერპლა. ცხოველების გადარჩენას მწვრთნელი მარტინ ბელოკი შეეცადა, რომელმაც სხეულის მძიმე ტრავმები მიიღო. თავლაში 500-მდე ცხენი იმყოფებოდა. მათმა დიდმა ნაწილმა თავს გაქცევით უშველა.
მანჩესტერული დერბი სიტის გამარჯვებით დასრულდა. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა მანჩესტერ იუნაიდედი 2:1 დაამარცხეს. სიტის რიგებში თავი დავიდ სილვამ და ნიკოლას ოტამენდიმ გამოიჩინეს, მანჩესტერელთაგან კი ერთი ბურთი მარკუს რაშფორდმა გაქვითა.
გერმანიაში 15-მეტრიანი ნაძვის ხე საშობაო ბაზრობაზე წაიქცა. ინციდენტი ქალაქ ეშვაილერში მოხდა. ნაძვის ხე საბავშვო ატრაქციონს დაეცა. შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის გამო ბაზრობა დროებით დაიხურა.
საფრანგეთი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მხარს არ უჭერს. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, საფრანგეთი ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის არსებობის მომხრეა. &bdquo...
საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ კოლონიზაციის შეჩერებით და პალესტინის ხელისუფლებასთან ნდობის აღდგენით. მე და ბატონმა ნეთანიაჰუმ ამ საკითხზე ვისაუბრეთ,“-აღნიშნა მაკრონმა ისრაელ...
აზიაში ყველაზე მაღალი ბუდისტური ხის კოშკი ხანძარმა გაუჩნდა. 16-სართულიანი ხის კოშკი ჩინეთში სიჩუანის პროვინციაში დაიწვა. 150 მეტრის სიმაღლის ნაგებობა მთლიანად ჩამოიშალა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.