საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის ე.წ. ციხეში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს, 26 ნოემბერს გადაეცა. გიორგი გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება.მას სოფელ ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხო...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორ...
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი - ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ. მანამდე...
25 ნოემბერს აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის შესახებ. თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. „ყვე...
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთა-სახალხო განხილვა ხვალ გაგრძელდება. ცვლილებების პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 11:00 საათზე, თბილისის პარლამენტში, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებს გააცნობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, საკონსტიტუციო...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პირველ მოადგილესთან გიორგი ახვლედიანთან და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდსა და ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს. გომელაურის თქმით, დაზუსტებული პასუხი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. „ეჭვი არის, რ...
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში სასტუმრო "ლეოგრანდის" თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება სასტუმრო "ლეოგრანდის" იურისტი კახა წერეთელიც. შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებთ 20:00 საათზე გაჩნდა. დაიღუპა 11 და დაშავდა 22 ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მი...
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს ივანე გოლაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გარდაცვლილს დილით ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება. გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვი...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)საავტომობილო გზის კმ30-კმ96 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ ლიპყინულის გამო, აღნიშნულ გზაზე აკრძალულია იყო მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და...
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ აბულაძეა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის საინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.წ., ძარცვის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს რ...
თბილისში, ორთაჭალაში, ”მერსედესის” მარკის ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწ...
ქობულეთში, აღმაშნებელის გამზირზე, სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, დაკავებულია ერთი პირი. ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლს...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ...