რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 23-მა ადამიანმა გამოთქვა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა. მისივე თქმით, კანდიდატთა რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში შსს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმის განხილვა დღეისთვის დასრულდა. სასამართლოს ჩვენება იმჟამინდელმა კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ლეონიდ ლობილაძემ მისცა. "მე როცა მივედი ავტომატი უკვე იდო. გარდა ერთი ავტომატისა სხვა დეტალებ...
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერთან, დედაქალაქის მერთან, ხელისუფლების და საპატრირქოს წარმომადგენლებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, "ქართული უნივერსიტეტ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა. მარიანა მორგოშია 2017 წლის აპრილიდან დღემდე სსიპ-ის - „აწარმო...
აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა- აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა უპასუხა. „ეს არ არის პასუხი „ნა...
,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა. როგორც პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პარტიის მოთხოვნაა, რომ დაჯარიმდეს თბილისის მერია მთავარ ნაძვის ხეზე თბილისის მერის საარჩევნო კამპანიის სლოგანის განთავსების გამო. ”ქართულმ...
თურქეთში პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. რამაზან იუჯელი რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. კარლოვი ანკარაში 2016 წლის 19 დეკემბერს მოკლეს. საგამოფენო დარბაზში მას მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა.
ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა "სამართალდამცველების რეფორმირების ცენტრმა", რომლის დამფუძნებელიც რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავაა. &bdquo...
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა პორტუგალიაში, მესამე საერთაშორისო ბიზნეს-შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 2017 წლის 14 დეკემბერს ქალაქ ლისაბონში გაიმართა. ბიზნეს-შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიის (Portuguese Industria...
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დამატებითი შეზღუდვა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია ‘’ , - ამის შესახებ ,,ევროპუ ლ ი საქარ თ ველ ო ს“ წევრმა ი რაკლი აბესაძემ განაცხადა. ‘’ხელისუფლების საქმიანობა დიდ წილად არ...
საკონსტიტუციო კომისიის წევრები იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო ინიციატივის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს. საკონ...
პერუს პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან ტელემიმართვაში განაცხადა. პედრო კუჩინსკის კორუფციულ გარიგებებში ედება ბრალი. როგორც გამოძიებით გაირკვა, ერთ-ერთმა ბრაზილიურმა კომპანიამ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ფირმებს ქრთამის სახით 4,8 მილიონი დოლარი გადაურიცხა. კუჩინსკი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ...
გერმანიაში ავიაკატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ერთძრავიანი თვითმფრინავი ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე ჩამოვარდა. სამაშველო სამუშაოები კატასტროფის ადგილას მთელი ღამე გრძელდებოდა. მაშველებმა ცხედრები გამთენიისას აღმოაჩინეს. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი პოლიციამ კიდევ ერთხელ დაკითხა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ძვირფასი საჩუქრების მიღებასა და საგამომცემლო სახლთან ფარულ გარიგებაშია ეჭვმიტანილი. ბრალდებებს ნეთანიაჰუ კატეგორიულად უარყოფს. დაკითხაზე ის უკვე მეშვიდედ მიიყვანეს.
საქართველოს სახალხო დამცველმა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზოგადი წინადადებით მიმართა, შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც პედაგოგს, ლექციის განმავლობაში, დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებას აუკრძალავს. "სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადების თანახმად,...