ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • ვენესუელაში კიდევ ერთი აქცია დაშალეს

    ვენესუელაში კიდევ ერთი აქცია დაშალეს

    ვენესუელაში საპროტესტო აქციებს ავტომობილისტები და მოტოციკლისტებიც შეუერთდნენ. მათ კოლონას გზა კარაკასის შესასვლელთან პოლიციამ გადაუკეტა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არეულობისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მასშტაბური საპროტესტო აქციები ვენესუელაში უკვე მეორე თვეა, იმართება. ოპოზ...

    14 მაისი 2017, 12:31
  • უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალავას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

    უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალავას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

    ტყიბულის შესასვლელთან სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულმა აქტივისტებმა და საწარმოებში დასაქმებულებმა შეკრება დაიწყეს. სამგლოვიარო მარში სავარაუდოდ აღარ გაიმართება. ისინი დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრებენ. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალავას პ...

    14 მაისი 2017, 12:28
  • იტალიის სანაპიროებთან 7 ცხედარი აღმოაჩინეს

    იტალიის სანაპიროებთან 7 ცხედარი აღმოაჩინეს

    იტალიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 7 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა ცხედრები რეზინის ნავებში იპოვნეს. გასაბერი ნავებით ევროპის ტერიტორიამდე მიღწევას 500-მდე ადამიანი ცდილობდა. 484 მათგანი მეთევზეების გემით იტალიურ პორტში გადაიყვანეს.  

    14 მაისი 2017, 12:15
  • საქართველოს პარლამენტი აშშ-სა და საქართველოს  შორის დიპლომატიური ურთიერთობების  25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პარლამენტი აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს  შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,გილოცავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს  შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. მოხარული ვართ, რომ ეს თარ...

    14 მაისი 2017, 12:04
  • ლაშა თორდიას პროკურატურის წარმომადგენლები საავადმყოფოში კითხავენ

    ლაშა თორდიას პროკურატურის წარმომადგენლები საავადმყოფოში კითხავენ

    აუდიტის სამსახურის უფროსს  ლაშა თორდიას პროკურატურის წარმომადგენლები საავადმყოფოში კითხავენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ლაშა თორდია ამ დრომდე კლინიკაში რჩება.  თორდიას განცხადებით, მას ყოფილ...

    14 მაისი 2017, 11:51
  • ლიონის მუზეუმიდან გვირგვინი მოიპარეს

    ლიონის მუზეუმიდან გვირგვინი მოიპარეს

    ლიონის რელიგიური ხელოვნების მუზეუმიდან ძვირფასი თვებით მოოჭვილი გვირგვინი გაუჩინარდა. მძარცველებმა მუზეუმში გვიან ღამით შეაღწიეს და მთავარი ექსპონატი მოიპარეს. გვირგვინი 1899 წლით თარიღდება და მილიონ დოლარადაა შეფასებული. მომხდარის გამო მუზეუმი დროებით დახურულია.  

    14 მაისი 2017, 11:50
  • საკრებულოს დელეგაციამ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    საკრებულოს დელეგაციამ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია  წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სიმბოლიკისა და სახელდების, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების თავმჯდომარეების: ჯაბა სამუშიას, ლია ჯახველაძისა და ლევან დარახველიძის  შე...

    14 მაისი 2017, 11:46
  • იცით თურქული ყავა წყალთან ერთად რატომ მოაქვთ?

    იცით თურქული ყავა წყალთან ერთად რატომ მოაქვთ?

    იცით თურქული ყავა წყალთან ერთად, რატომ მოაქვთ? მიზეზი ძალიან საინტერესოა...               თურქული ყავა წყალთან ერთად - ეს უკვე ტრადიციაა და ამ ქმედების ახსნა სამედიცინო მიზეზებით ხდება. კვლევების მიხედვით, თირკმელების 75%-ი ოქსალატების კალციუმის კრისტალებს უკავია, ...

    14 მაისი 2017, 11:35
  • მაკრონი საპრეზიდენტო ფიცს დღეს დადებს

    მაკრონი საპრეზიდენტო ფიცს დღეს დადებს

    პარიზში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ადგილობრივი დროით 11 საათზე დაიწყება. მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლის ეზოში წითელ ხალიჩაზე დახვდება. მომავალ პრეზიდენტს ის სასახლეში შეიყვანს და სახელმწიფ...

    14 მაისი 2017, 10:45
  • საბერძნეთში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

    საბერძნეთში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

    მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა საბერძნეთში. მატარებელი, რომელიც ათენი-სალონიკის რეისს ასრულებდა, სალონიკის მახლობლად ლიანდაგებიდან გადავიდა. ერთ-ერთი ვაგონი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა.     

    14 მაისი 2017, 10:34
  • მადრიდში კორიდის აკრძალვა მოითხოვეს

    მადრიდში კორიდის აკრძალვა მოითხოვეს

    ესპანეთში კორიდის აკრძალვას ითხოვენ. „ხარებთან ბრძოლა ძალადობაა!“ „შენ ეს შეგიძლია შეაჩერო!“ -ამ ლოზუნგებით მადრიდის ცენტრალურ მოედანზე 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქციაში ცხოველთა დამცველი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტივისტებიც იღბდნენ მონაწილეობას.  ...

    14 მაისი 2017, 10:30
  • მანუელ ვალსს ოლანდი და მაკრონი შემოელანძღა

    მანუელ ვალსს ოლანდი და მაკრონი შემოელანძღა

    საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოქმედი და მომავალი პრეზიდენტები უცენზურო ეპითეტით მოიხსენია. „ოლანდი ნაძირალაა, რომელსაც თავისი საზღვრები აქვს, მაკრონი კი ნაძირალაა საზღვრებს გარეშე. მის ქცევას არანაირი საზღვრები არ აქვს,“-აღნიშნა მანუელ ვალსმა გამოცემა  Journal du Dimanche-სთ...

    14 მაისი 2017, 10:09
  • პუტინმა ჩინეთში დაუკრა (ვიდეო)

    პუტინმა ჩინეთში დაუკრა (ვიდეო)

    ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრამდე თავი როიალთან ჯდომით შეიქცია. პუტინმა ცნობილი სიმღერა „მოსკოვის სარკმლები“ „შეასრულა.“ ძიუდოისტის, ჰოკეისტის, მოცურავის, მოჯირითის, ათლეტისა და მეთევზის იმიჯს პუტინი ხშირად ირგებს, თუმცა მუსიკალურ შესაძლ...

    14 მაისი 2017, 10:01
  • ფხენიანმა კიდევ ერთი რაკეტა გამოცადა

    ფხენიანმა კიდევ ერთი რაკეტა გამოცადა

    ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეული მედია იტყობინება. რაკეტამ 30 წუთი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. სეულის ვარაუდით, რაკეტამ 700 კილომეტრის დისტანცია დაფარა.  

    14 მაისი 2017, 09:23
  • ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

    ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

    ირანში მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ჰოპასანის პროვინციაში დაფიქსირდა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა შენობების ნანგრევებიდან 19 ადამიანი გამოიყვანეს.    

    14 მაისი 2017, 09:18