დიდი ოცეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გლობალური ეკონომიკის გადასარჩენად 5 ტრილიონ დოლარს გაიღებენ. იუწყება BBC-ი.
სამიტის დასრულების შემდეგმა ლიდერებმა ერთობლივი კომუნიკე გაავრცელეს.
"ვირუსი არ ცნობს საზღვრებს. ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს გამჭვირვალე, მტკიცე, კოორდინირებულ, ფართომასშტაბიანი და მეცნიერებაზე დაფუძნებულ გლობალურ რეაგირებას სოლიდარობის სულისკვეთებით. ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილნი, რომ ერთიანი ძალებით დავუსპირისპირდეთ ამ საერთო საფრთხეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
კორონავირუსთან დაკავშირებით, "დიდი ოცეულის" ლიდერებს შორის საგანგებო, ვირტუალური სამიტი გაიმართა.
ვირტუალურ კონფერენციას საუდის არაბეთის მონარქი, მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი უძღვებოდა.