როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ვერ არჩევს, ქვეყანას აყენებს ზიანს თუ „ქართულ ოცნებას“, ამ დროს ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისიდან სტრასბურგში გადატანასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბალანსს დავიცავდით, რათა ერთი მხრივ არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციების რისკი, კანონი შესრულებულიყო და არ დარღვეულიყო, მეორე მხრივ ჩვენ ნაკისრ ვალდებულებებზე უარი არ გვეთქვა. დამკვიდრებული პრაქტიკაც არის ასეთი, რომ ჩვენ შევთანხმდით და სტრასბურგში ჩატარდება მინისტერიალი ძალიან მაღალ დონეზე, ისე, როგორც შეეფერება იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც. საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ უნდა აიღოს თავის თავზე ვალდებულება. როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ვერ არჩევს, ქვეყანას აყენებს ზიანს თუ „ქართულ ოცნებას“, ამ დროს ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.