25 იანვრის ღამით, მთვარის კალენდრის თანახმად, ახალი წელი დადგა.
დღესასწაულს, აგრეთვე ცნობილი როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი, ჩინურ ახალ წელს უწოდებენ, თუმცა ის თითქმის მთელს აზიაში აღინიშნება.
წელს ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სადღესასწაულო ღონისძიებები ტრადიციული მასშტაბურობის გარეშე ტარდება.
პეკინში გაუქმებულია ყველა მასობრივი ზეიმი და ბაზრობა. დაიხურა პეკინის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - აკრძალული ქალაქი.
ნახეთ ფოტოები, როგორ აღნიშნავენ ჩინური ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ქალი ბანკოკში ლოტუსის და დრაკონის ტაძარში სანთლებს ანთებს. ტაილანდი
ქუჩის წარმოდგენების მონაწილე. მანილა, ფილიპინები
ჩინურ ახალ წელს აღნიშნავენ ლოს-ანჯელესში. კალიფორნია, აშშ
ტიბეტური ახალი წელი ნეპალში
საახალწლო ღამის ფოიერვერკი ტაძარში ქალაქ მედანში. ინდონეზია
ქუჩის მსვლელობის მონაწილე ჰააგაში. ნიდერლანდების სამეფო
ბუდისტი ბერები ემზადებიან ზარების შემოსაკრავად, ნიშნად ახალი წლის დადგომისა. ტაიპეი, ტაივანი
საახალწლო ღონისძების მონაწილე ლომის კოსტუმში. იაპონია
ქალი ტაძარში ქალაქ სურაბაიაში. ინდონეზია