შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის უზენაესი ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის ურჩევს, უფრო მეტად ფრთხილად მოეკიდოს სიტყვებს.
"ირანის ე.წ. "უზენაესი ლიდერი", რომელიც ბოლო პერიოდში არც ისე უზენაესი აღმოჩნდა, ბევრი უსიამოვნო რამ ეთქვა შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე. მათი ეკონომიკა უმძიმეს დღეშია და მათი ხალხი იტანჯება. ის ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს თავის სიტყვებს", - დაწერა დონალდ ტრამპმა მიკბოლოგ "ტვიტერზე".
თეირანში პარასკევის ლოცვაზე აიათოლა ალი ხამენეიმ დონალდ ტრამპს "ჯამბაზი" უწოდა.