სოტბის აუქციონზე 12.2 მლნ დოლარად გაიყიდა ბენქსის ნახატი „მაიმუნების პარლამენტი“.
როგორც აუქციონის წარმოამდგენლები აცხადებენ, ნამუშევარი ანონიურმა კლიენტმა შეიძინა, რომელსაც არ სურს ვინაობის გასაჯაროება.
ნახატზე ასახულია ბრიტანეთის პარლამენტის, თემთა პალატის სხდომათა დარბაზი, სადაც დეპუტატების ნაცვლად მაიმუნები არიან თავმოყრილები.
ბენქსიმ (Banksy) მთლიანად შეცვალა მასობრივი შეხედულებები ქუჩის ხელოვნებაზე. მისი ირონიული და მახვილგონივრული ნამუშევრები მიმართულია პოლიტიკის, ომის წინააღმდეგ.
მისი ნახატები მუდმივად ხდება ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ვანდალების, სამხატვრო კრიტიკოსებისა და კოლექციონერების საკბილო. ბენქსის ნახატები აუქციონებზე ხშირად გაყიდულა ექვსნიშნა თანხად.