18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლაბორატორიაში უმასპინძლა.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ იმ კვლევების შესახებ რომელიც ხორციელება ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიაში.
შეხვედრის ფარგლებში, სპეციალისტებმა სტუდენტებს წყლის სინჯების დამუშავების თეორიული და პრაქტიკულ სამუშაოები გააცნეს და სპეციალისტებთან ერთად წყალის ჰიდრობიოლოგიურ ანალიზებში მაკროუხერხემლოების იდენთიფიკაციის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და ყოვეწლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში.