ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში პირველი ლგბტ პრაიდი გაიმართა. ღონისძიება დღეს, 8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მასშტაბურ მსვლელობას, რომელმაც სამართალდამცავი ორგანობის მხრიდან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე ჩაიარა, აქტივისტებმა სახელად Ima Izac უწოდეს, რაც დაახლეობით ითარგმნება, როგორც "ქამინგაუთი", ანუ საკუთარი სექსუალური იდენტობის საჯაროდ აღიარება.
"კვირას, სარაევოში, ათასობით ადამიანმა გადალახა შიში და ცისარტყელისფერი დროშები ააფრიალა ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესება მუსულმანია. მსვლელობის უსაფრთხოებას 1000-ზე მეტი პოლიციელი იცავდა", - წერს გამოცემა.
ბოსნია და ჰერცოგოვინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ქვეყნებიდან ბოლოა, სადაც ღირსების მარში გაიმართა. ლგბტ ადამიანები და მათი ოჯახები, მეგობრები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის დასრულებას.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ელჩებმა.
ღონისძებამდე ორი დღით ადრე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა მოუწოდა ბოსნიის ხელისუფლებას, უზრუნველეყო ღირსების მარშის უსაფრთხოება.
მარშის მსვლელობისას რაიმე სახის ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია.