თბილისში, თარხნიშვილის N9-ში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.