ENG/RUS

პანკისში მომხდარზე, ხალხმა სამართლებრივი შედგები უნდა იწვნიოს - ვალერი ხაბურძანია

რესპოდენტის შესახებ

ვალერიან ხაბურძანია - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 2001 წლის 21 ნოემბრიდან - 2004 წლის 17 თებერვლამდე, გენერალ-ლეიტენანტი. 2004 წლის თებერვალში გადაივანეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა იმავე წლის ივნისამდე. 2005 წლიდან კერძო საადვოკატო საქმიანობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შპს „გლობალ სექიურითი“ დამფუძნებელი. 2011 წლიდან (რუსეთი) სსკ „სისტემა“, „რეგიონი“ ვიცე-პრეზიდენტი უსაფრთხოების საკითხებში. 2015 წლიდან დღემდე „ვექტორფარმი“ (რუსეთი-შვეიცარია) გენერალური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში.

ვალერიან ხაბურძანია - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 2001 წლის 21 ნოემბრიდან - 2004 წლის 17 თებერვლამდე, გენერალ-ლეიტენანტი. 2004 წლის თებერვალში გადაივანეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა იმავე წლის ივნისამდე. 2005 წლიდან კერძო საადვოკატო საქმიანობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შპს „გლობალ სექიურითი“ დამფუძნებელი. 2011 წლიდან (რუსეთი) სსკ „სისტემა“, „რეგიონი“ ვიცე-პრეზიდენტი უსაფრთხოების საკითხებში. 2015 წლიდან დღემდე „ვექტორფარმი“ (რუსეთი-შვეიცარია) გენერალური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში.

პანკისის ხეობაში, 21 აპრილს, ადგილობრივის მოსახლეობის მიერ ჰესის მშენებლობის დაწყების გაპროტესტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიყვანით უპასუხა. ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავებმა მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. დაიწვა პოლიციის 2 მანქანა და ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. შეტაკებების დროს დაშავდა 55 ადამიანი. მათ შორის, 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა ხეობაში ჩავიდა და მოსახლეობას უთხრა, რომ ჰესი მხოლოდ მაშინ აშენდება, როცა მოსახლეობის 90 პროცენტი თანახმა იქნება. პარალელურად, გახარიამ განაცხადა, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასს ხეობაში უპასუხეს, რომ თუ საპროტესტო აქციის რომელიმე მონაწილე დაისჯება, ხელისუფლება ხელახალ საპროტესტო ტალღას მიიღებს. როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება და უნდა დაისაჯონ თუ არა საპროესტო აქციის მონაწილეები, ამ საკითხზე „ჯი-ეიჩ-ენი“ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას ესაუბრა.

-ბატონო ვალერი, პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენების გაგრძელებად რა მიგაჩნიათ სწორად. ვგულისმობ, ხელისუფლების ნაბიჯებს..

- იმაზე, რაც მოხდა პანკისის ხეობაში, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება. თითქოს არაფერი მომხდარა, ეს წარმოუდგენელია. ხელისუფლებამ დააშავა, ხალხს რომ არ დაელაპარაკა თუ, დაელაპარაკა და ვერ გააგებინა, ეს სხვა პრობლემაა, ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღოს. სახელმწიფომ ეს პროცესები არანაირად არ უნდა მიუშვას.

-ანუ, საპროტესტიო აქციის მონაწილეები დააკავოს?

- მასობრივი დაპატიმრებები არ უნდა დაიწყოს, მაგრამ ფორმალურად მაინც, საქმე უნდა აღიძრას და ხალხმა სამართლებრივი შედგები იწვნიოს. რამდენიმე პირი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სასამართლოში უნდა წავიდეს საქმე და იქ შეიძლება, პირობით სასჯელზე საუბარი... მინიმუმ, ადმინისტრაციული სასჯელი მაინც უნდა ჰქონდეს რამდენიმე პირს. მოსახლეობის რეაქცია, ყველაფრის მიუხედავად, ვტირი და გამდისო, ასე როგორ შეიძლება. არის იქ პრობლემა. მოხდა შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობას შორის. ვერ ვხდები, მოსახლეობის ასეთ რეაქციას.  რა, ხელისუფლება უნდა გაქრეს, რომელიმე მინისტრმა რომ შეცდომა დაუშვა და უტვინოდ წააქეზა რაღაც ღონისძიება? ამ საქმის გამოძიება, აღკვეთის ღონისძიების გარეშეც შეიძლება. იმის გამო, რომ გამოგვდევიან ხეობიდან და სახელმწიფომ აღარ იმოქმედოს, ეს არის სახელმწიფოს დაღუპვა.

- რომელ მინისტრს გულისხმობთ?

-პირველ რიგში, ეს არის ის მინისტრი, რომელმაც ინიცირება გამიწვია ამ ამბის. მეორე  -ეს არის ის მინისტრი, რომელმაც რისკები არ გათვალა, ან გათვალა, არასოწრად.  ესენი არიან  ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. ამათგან ერთ-ერთმა მაინც უნდა აგოს პასუხი. ვინც ეს უტვინო გადაყწვეტილება იმთავითვე მიიღო, პოლიტიკური ან სხვა ტიპის პასუხიმგებლობა უნდა იწვნიოს საკუთარ თავზე.

-ხელისუფლებამ ხეობაში დროებითი საგუშაგო გახსნა, რაც ადგილობრობ მოსახლეობას არ მოსწონს. ასეთ დროს, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?

-საგუშაგო რა თქმა უნდა, უნდა გახსნან. ამაში, ცუდს ვერაფერ ვხედავ.  მაგრამ ახლა საგუშაგოს გახსნაზეც თუ რეაქცია ექნებათ ადგილობრივებს, მაშინ ხელისუფლებამ მკაცრზე მკაცრი ზომები უნდა მიიღოს. პროცესების მიშვება, არანაირად არ შეიძლება.

- პანკისელები ამბობენ, რომ თუ ვინმეს დააკავებენ, მაშინ პროცესები გართულდება და ხეობის ახალგაზრდებს ვეღარავინ შეაკავებს...

- მუქარა უნდა დასრულდეს. პანკისელებს, როგორც ჩანს, დაავიწყდათ რა დღეში იყვნენ. თვითონ პანკისელები იყვნენ იმ ბოევიკებისა და ტერორისტების მძევლები, რომლებიც მაშინ ხეობაში იყვნენ. გაიხსენონ, რა მდგომარეობაში იყვნენ. იქ ჩასულ არაბებს ახალგაზრდობა ჩათრეული ჰყავდათ ვაჰაბიტურ მოძრაობაში და ვნახეთ სირიაში რაც მივიღეთ -საჯიშე ქისტი ბიჭები დაიღუპნენ. ვის მიწაზე და რისი გულისთვის... ამიტომ, არ შეიძლება ენის მოჩლექა  ამ სიტუაციაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს გონივრულად. უნდა იყოს ადეკვატური და ურთიერთმისაღები.

-შეიძლება არ იმუქრებიან, უბრალოდ ამბობენ, რომ მათ პატარა ხეობაში ჰესი არ უნდათ, რადგან მინიმუმ სასმელი ყწლის პრობლემა ექმნებათ...

-მოსახლეობას უნდა შეუქმნა სათანადო ინფრაქტურქტურა. ინვესტორმა კეთილი ინებოს და თუ 1 მეგავატი უჯდება 1 მლნი დოლარი, დაუჯდეს 1,5 მლნ. ამ შემთხვევაში, მოსახლეობა მიესალემა.  რა თქმა უნდა, არავის უნდა, თავისი სახლის წინ ვიღაც მდიდრდებოდეს, მის ხარჯზე. მაგრამ ის თუ რაღაცას, გაიღებს  და მოსახლეობაც ისარგებლებს, მაშინ მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს დაიწყო იქ ხადორის მშენებლობა. მაშინ იმ პირობებში, როდესაც იქ ბოევიკები იყვნენ, მაგრამ ინვესტორი მოსახლეობას ეხმარებოდა. ბოევიკებსაც კი ფულს აძლევდნენ.

-  ითქვა, ადგილობრივი მოსახლეობა მართული იყო. თქვენ გამორიცხავთ?

- არ გამოვრიცხავ, რომ იქ ვაჰაბიტთა ჯგუფი მომძლავრდა. არ გამოვრიცხავ, რომ იქ არიან სირიიდან ჩამოსული ხალხი. არ გამოვრიცხავ და  დარწმუნებული ვარ, რომ იყო წაქეზებები - მიდით ბიჭებო, ჩვენ აქ ვართ. არ შეიძლება ამის დაშვება. სახელმწიფომ ეს პროცესები არანაირად არ უნდა მიუშვას.

-რუსეთის ფაქტორს გამორიცხავთ?

-ყველგან ვკითხულობ, რომ ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, რუსეთშიც არიან უტვინო ჩინოვნიკები და  გააკეთებენ განცხადებას - რაც ყოფილა და არ ყოფილა, ყველაფერს დააბრალებენ საქართველოს.. თუ ეს რუსეთის პროვოცირებულია, ესე იგი რა გამოდის - ან ეს ქისტები არიან რუსების მიერ წაქეზებული და იქ არიან  რუსეთის აგენეტები - მაშინ მოსახლეობას უნდა დაუმტკიცო რომ ისინი არიან რუსეთის მიერ მართულები. ან, მაშინ, ეს პროვოცირება გაუკეთეს ერთ ან მეორე მინისტრს და იქ მყოფ ყველა ჩინოვნიკს. თუ რუსეთი ან სხვა უცხო ქვეყანა ასე მართავს ჩვენს სამინისტროებს, მოსახლეობასა და რეგიონალურ ჯგუფებს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.