„მწვანე ალტერნატივას“ წევრი, დავით ჭიპაშვილი პანკისის ხეობაში ჰესების აშენებასა და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ხეობაში ჰესების აშენებას მოჰყვება.
ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, ჰესის მშენებლობის მიღმა ერთი ბიზნეს ჯგუფის ინტერესები დგას.
„ამ ხეობაში ორი ჰესი არის უკვე აშენებული. ადგილობრივებმა კარგად იციან, რა ზემოქმედება იქონია ამ ორმა ჰიდროელექტრო სადგურმა გარემოზე და ზოგადად, ბუნებაზე. კიდევ ორი ჰიდროელექტრო სადგურია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი არის „ხადორი სამი“, რომელიც ერთი შეხედვით მცირე, 5 მგ-ვატიანი, მაგრამ დღემდე არავის არ წარმოუდგენია მოსახლეობისთვის იმის დასაბუთება, რომ პირველ რიგში, ეს ჰესი არის სარგებლის მომტანი მოსახლეობისთვის, რომ მას არანაირი ზიანი არ ექნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ამ ჰიდროელექტროსადგური გამო, უნდა აშენდეს დედივაციური გვირაბი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ამ სოფლების სასმელი წლით მომარაგებას. გარდა იმისა, რომ ზოგადად, ხეობაში პრაქტიკულად წყალს არ დატოვებს და დამატებით ზემოქმედებას იქონიებს, ამ ხეობის თუნდაც ტურისტული პოტენციალის განვითარებას“, - აცხადებს დავით ჭიპაშვილი.