აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 3 მლნ. ლარით გაიზარდა.
კანონმდებლების გადაწყვეტილებით, თანხა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დაიხარჯება. მისი ერთი ნაწილი კი ქალაქის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებს მოხმარდება.
გეგმის გადაჭარბებით შესრულების გამო ბიუჯეტის კორექტირება წელს უკვე მეორედ მოხდა.