ENG / RUS       12+

წმინდა სინოდის წევრი პარტიას ქმნის

რესპოდენტის შესახებ

წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი პარტიას ქმნის. კონკრეტულად ვინ ქმნის პარტიას და როდის "ჯი-ეიჩ-ენს" ,,მეუფის პარტიის" აღმასრულებელი დირექტორი დავით ამაშუკელი ესაუბრა.

დავით ამაშუკელი: მინდა პირველ რიგში აღვნიშნო, რომ პარტია არის სინოდის ერთ-ერთი წევრის, ანონიმური მეუფის. მეუფე ანონიმურობას ინარჩუნებს იმის გამო, რომ მოგეხსენებათ, სააკაშვილის რეჟიმის დროს როგორი დევნა ხორციელდებოდა სასულიერო პირებზე ეკლესიის ლიდერებზე, თვითონ სინოდზე. ამიტომ გამორიცხული არ არის სანამ სააკაშვილს ჯერ კიდევ გარკვეული ძალა აქვს, სასულიერო პირებზე ზეწოლა განახორციელოს. ამიტომ მეუფემ ინება თავისი თავი დროებით ანონიმურად დატოვოს.
_ გამოდის, რომ პარტიას სათავეში სინოდის წევრი ჩაუდგება?
_ დიახ, პარტიას სათავეში ჩაუდგება დღევანდელი სინოდის წევრი, ერთ-ერთი ეპარქიის ხელმძღვანელი. მეუფემ მე პირადად დამნიშნა ,,მეუფის პარტიის" აღმასრულებელ დირექტორად. ჩვენი პარტიის მიმართულება იქნება, რა თქმა უნდა, დასავლეთთან ინტეგრაცია იქნება. ვგეგმავთ აქტიურ და მეგობრულ ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილთან და კოალიცია ,,ქართულ ოცნებასთან". დღეს მის მიმართ ერთ თხოვნა გვაქვს, რომ საკანონმდებლო ბაზაში უნდა არსებობდეს ქართველი ერის ინტერესების, ტრადიციების დასაცავად მუხლები და უნდა მოხდეს ამ ნორმების კანონში ასახვა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებთ ჩვენი ეს თხოვნა გაითვალისწინოს. წლების განმავლობაში კავკასიაში ჰომოსექსუალები არსებობდნენ, მაგრამ მათი ცემა, დევნა არ მომხდარა, რადგან აკრძალული იყო მათი დემონსტრაციები, რეკლამირება და ა.შ. ეს კანონის დონზე ასახული არ იყო, მაგრამ მათ იცოდნენ თავისი ადგილი და რა უნდა ეკეთებინათ. მინდა გითხრათ, რომ მეუფე არასდროს არ გეგმავდა პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ რუსთველმა და ხარჭაშნელმა ეპისკოპოსებმა ქართულ ისტორიულ ბრძოლებში თავისი ვალი მოიხადეს ხმალი აიღეს ხელშუ და საქართველოსთვის იბრძოლეს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მეუფის ამბავი აქამდე მივა.
_ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გარეშე არ იყოს შესაძლებელი ჩვენი ტრადიციების დაცვა?
_ ბოლო ოცი წლის მანძილზე განვითარებულ პროცესებს თვალს თუ გადაავლებთ მიდის დაუსრულებელი დევნა, გინება და შეურაცხყოფა მართლმადიდებლების. ჩვენს უფელებებს არავინ არ იცავს, არ არსებობს პარტია, პოლიტიკოსი ვინც აშკარად ამას გააკეთებს. არცერთ პოლიტიკური პარტია არ ამბობს, რომ სამართლებრივ სივრცეში აისახოს მართლმადიდებლების უფლებები. ჩვენი ძმები აფხაზები და ოსები როგორ გინდათ შემოგვიერთდნენ ამ ჰომოსექსუალური კონსტიტუციის ფონზე უნდა შემოგვიერთდნენ? Eეს გამორიცხულია, მე მათი განწყობა კარგად ვიცი.
_ მეუფის გადაწყვეტილებას სინოდის წევრები როგორ შეხვდნენ?
_ შეიძლება პარტიის ჩამოყალიბება უწმინდესის ფარული კურთხევაც არის, ეს მე არ ვიცი. უბრალოდ ვასრულებ ჩემი მეუფის კურთხევას. როგორც ვიცი ბევრი მეუფე ამ ინიციატივას დადებითად შეხვდა, ზოგი არა, მაგრამ მათი უფლებაა ჰქონდეთ თავისი პოზიცია.
_ პარტიიას ვინ დააფინანსებს?
_ დაფინანსება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჯერ მეუფე ელოდება, რომ ხელისუფლებამ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოს და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გაატაროს, ამიტომ პარტიის შექმნა ჯერ გაცხადების დონეზეა. თუ ჩვენ თხოვნას ხელისუფლება არ გაითვალისწინება მაშინ მეუფე პარტიას ჩამოყალიბებს და მას არც ფინანსური პრობლემა აქვს. თუ შეხვალთ საიტზე elia.ucoz.com ნახავთ მეუფეს რა სასწაულები აქვს აღსრულეები. მას გადმოცემის თანახმად, შეუძლია კენჭი ოქროდ გადააქციოს.
_ მეუფე როდემდე დარჩება ანონიმურად?
_ იქამდე სანამ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში არ მივა და ჩვენი პარტია არ გაიმარჯვებს და ბოლომდე არ გავა.
_ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ?
_ მეუფეს უფლება არ აქვს საპრეზიდენტო არჩვნებში მიიღოს მონაწილეობა. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება მეუფის მიერ ხელდასმული პირი და არა ის თავად. ეს იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სადღაც 40 დღის მანძილზე არ მოხდება საკანონმდებლო ბაზაში ჩვენი თხოვნის გათვალისწინება. უნდა მოხდეს ჰომოსექსუალების რეკლამირების აკრძალვა ნებისმიერი ფორმით იქნება ეს გაზეთში, ტელევიზიაში, ინტერნეტში თუ სხვა ფორმით. ჩვენ მათ სახლში ვერაფერს აუკრძალავთ, რაც უნდათ ის უკეთებიათ. არ გეგონოთ ჩვენ თუ ხელისუფლებაში მოვალთ საქართველოში თეოკრატია დამკვიდრდება. არავითარ შემთხვევაში. საქართველო ისევ ის ქვეყანა იქნება, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, მაგრამ ჩვენი ტრადიციების გათვალისწინებით იქნება ყველაფერი. ჩვენ მოწოდებული არ ვართ, რომ თეოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ, მაგრამ ჰომოსექსუალები საქართველოს ვერცერთ ადგილზე, რასაც საქართველო ჰქვია აქციას ვერ გამართვენ.

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .