თარიღი    დრო

ალიბეგლოში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 11:09 06.01.2011 698
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას აკურთხებს.

როგორც ეპისკოპოსმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ეს იქნება მეორე მოქმედი ეკლესია საინგილოში. „აქამდე მხოლოდ ერთი, კახინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო მოქმედი, ახლა კი უკვე მეორეც იქნება. ალიბეგლოს მოსახლეობა ძალიან გახარებულია. ისტორიულ ჰერეთში არის პრობლემები, მრევლი შემცირებულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებს მხარში დავუდგეთ", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო ღვთისმშობლის ლოცვა - კურთხევით და ვაზის ჯვრის ძალით, საქართველოში 323 წელს შემოვიდა და ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქში, მცხეთაში დასახლდა, სადაც მან არაერთი სასწაული აღასრულა და ქრისტიანობა იქადაგა. იესო ქრისტეს რჯულის მიმდევარი გახდა ჯერ დედოფალი ნანა, შემდეგ კი - მეფე მირიანიც, რომელმაც 337 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

წმინდა ნინო ბოდბის სამონასტრო კომპლექსშია დაკრძალული. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, 27 იანვარს კი მისი გარდაცვალება.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%