ENG / RUS       12+

შალვა ოგბაიძე - პარკირება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, სწორედ ამ ნაწილში მოვიდა ცვლილების დრო

რესპოდენტის შესახებ

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე დედაქალაქში ზონალური პარკინგის საკითხის შემოღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისში არსებული საპარკინგე ადგილები ვერ გაიზრდება, თუ ქალაქის საზღვრები არ გაფართოვდა. შალვა ოგბაიძის განცხადებით,  ამ მიმართულებით  დედაქალაქის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ბიზნეს სექტორს მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად ტერიტორიას უფასოდ გადასცემს.

„მე იმედი მაქვს, რომ ბიზნესი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და ჩვენს ქალაქში საპარკინგე ადგილების რაოდენობა გაიზრდება. მინდა გითხრათ, რომ  დღეს  თბილისში პარკინგი თითქმის უფასოა.  თუ ჩვენ იმ თანხას, რომელსაც წლის განმავლობაში ვიხდით პროპორციულად გავყოფთ, აღმოჩნდება, რომ დედაქალაქის მოსახლეობა 1 საათი პარკინგისთვის დღეში 0.55 თეთრს იხდის. ამას ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ გაუძლებს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

თბილისის საკრებულოს წევრის  განცხადებით, ზონალურ პარკინგზე მეტად მოსახლეობას საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი აღელვებს, რომელსაც დედაქალაქის მთავრობა ეტაპობრივად ახორციელებს. 

„მოგეხსენებათ, მე ვარ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. მინდა გითხრათ, რომ  ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ადამიანებს ნაკლებად აღელვებს კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალური პარკინგის საკითხი. მათი 95% ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. ისინი ჩვენგან, სწორედ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ავტორი: . .