თარიღი    დრო

საქართველოში დემოკრატია საფრთხის წინაშეა - “ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენელი

საქართველო, თბილისი - 10:20 01.17.2019 991

“ფრიდომ ჰაუსის” კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ნეიტ შენკანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას ამბობს, რომ მისი არაფორმალური პოლიტიკური გავლენა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას გამოწვევის წინაშე აყენებს. ის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ მეორე ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხის წინაშეა. ნეიტ შენკანის კომენტარს “ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

“დღეს, საქართველოს დემოკრატია, ნამდვილად სერიოზული საფრთხის წინაშეა. საპრეზიდენტო არჩევნები ამის დასტური იყო. ჩატარებული [არჩევნების] სტანდარტი საქართველოსთვის იმაზე დაბალი იყო, ვიდრე ჩვენ ველოდით...განსაკუთრებით, მეორე ტურში, როდესაც ვალების ჩამოწერის პროგრამა გამოცხადდა, რომელიც არსებითად ამომრჩევლის პოლიტიკურ წაქეზებას წარმოადგენდა, რათა მათ მთავრობის დე ფაქტო კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი. ეს ბევრ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური გავლენის, და პოლიტიკურ პროცესებზე არაფორმალური გავლენის თაობაზე. ეს საქართველოში დიდი ხანია, ბოლო ექვსი წელია, რაც შეშფოთების საგანია... და როდესაც ამის ჩვენება ასე დაუფარავად ხდება, საქართველოსთვის რთულ დროს, ეს პრობლემაა… პრობლემა, რასაც ვაწყდებით, არის ერთი დომინანტი ფიგურა, რომელიც ძალიან ღიად საუბრობს პოლიტიკურ სისტემაზე მისი გავლენის და კონტროლის შესახებ”, - ამბობს შენკანი.

შენკანი აღნიშნავს, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველო მოახერხებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.

„რეალური გამოწვევაა, თუ როგორ მოახერხებენ საქართველოს ინსტიტუტები ისეთ ადამიანთან გამკლავებას, რომლის გავლენაც დომინანტ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკურ სისტემაზე, ასე ფართოა. ეს არის ის, რასაც მომავალ წლებში ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური მოძრაობების და პოლიტიკური ინსტიტუტების გამოყენებით უნდა გაუმკლავდეს“, - ამბობს ის.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85%
შემცირდა 12%
არ შეცვლილა 3%