თარიღი    დრო

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა ძალიან შორს არის რეალობისგან - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი

საქართველო, თბილისი - 17:08 11.09.2018 366

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განმარტებით, დაცვის მხარის მიერ დღეს სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის შედეგები ძალიან შორს არის რეალობისგან.

"დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა ძალიან შორს არის რეალობისგან. არავითარი დასაბუთება იმ დასკვნას, რაც დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა, არ გააჩნია. შესაბამისი კვლევები როგორც ჩანს, არ ჩაუტარებიათ, ეს მხოლოდ მათი მოსაზრებაა რომ რიგი ჭრილობები, რომელიც დაზარალებულს ყელის არსში ჰქონდა, შეიძლებოდა არ განხორციელებულიყო იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. ჩვენს კითხვაზე, თუ რა კვლევებით მივიდნენ ექსპერტები ამ დასკვნამდე, საფუძვლიანი პასუხი არ გააჩნდათ", - აცხადებს პროკურორი.

მისი განმარტებით, სასამართლოსთვის ლადო გრიგალაშვილის მიერ მიცემული ჩვენება რეალობასაა მოკლებული.

"ბრალდებულის ჩვენება აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას. აქ იყო მცდელობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის. მან უარყო როგორც ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენა, ასევე ის ეპიზოდიც, რომელიც უკავშირდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას. საქმის მასალები კი, რადიკალურად სხვაზე მეტყველებს.

არაერთი მოწმის ჩვენებით, მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ჩაიდინა 2018 წლის 22 თებერვალს გამთენიისას, ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობა. ეს დასტურდება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე სასამართლო სამედიცინო კრიმინალისტური ექსპერტიზის დასკვნით. უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 14 სასიკვდილო ჭრილობა, რომელიც ანა ნაცვლიშვილს აღენიშნებოდა ყელის არეში, მიყენებული იქნა იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ამოიღო ბრალდებულის მამის ავტომანქანიდან.

მან გამოძიების ეტაპზე მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია მის მიერ ჩადენილი მკვლელობის გარემოებების შესახებ დეტალურად. მან მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ შეეცადა დანაშაულის შემდეგ დაეფარა კვალი, როგორ გარეცხა ტანსაცმელი, როგორ გადამალა დანა და ა.შ. თუმცა, დღეს განაცხადა, რომ ასეთი ინფორმაცია მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლიციის თანამშრომელმა განახორციელა ზეწოლა. თუმცა, რომელმა, ამის შესახებ სასამართლოს ვერ მიაწოდა", - აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ჩვენება ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა მისცა. ის ჩადენილ დანაშაულს უარყოფს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%