თარიღი    დრო

ლანჩხუთში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე გია თვალავაძის დაკავება გააპროტესტეს

საქართველო, თბილისი - 17:10 09.25.2018 731

ლანჩხუთში, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, მოქალაქეთა ჯგუფმა სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გია თვალავაძის დაკავება გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან ამ თემაზე შეხვედრა მოითხოვეს. სალომე ზურაბიშვილი მათ გაესაუბრა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ლანჩხუთის თეატრის შენობიდან სტვენისა და შეძახილების ფონზე გააცილეს.

ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში აქციით მოქალაქეთა კიდევ ერთი ნაწილი დახვდა. მათ სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დააკავეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%