თარიღი    დრო

"ნაცმოძრაობის" პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 17:42 09.22.2018 160

"ნაცმოძრაობის" პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით“ - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, წინასაარჩევნო პროცესების ხელშეშლა იმ ფორმებით, როგორსაც ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი და დღესაც ვნახეთ ამის მცდელობა, სამართალდარღვევაა და რა თქმა უნდა ამ ჩანაწერს მივაწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სცადა ამ შეხვედრაზე რაღაც ხმაური შეეტანა, მაგრამ მან საბოლოოდ მიიღო პასუხი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მისი პრეზიდენტიც. ეს იყო ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატის და დარწმუნებული ვარ მომავალში პრეზიდენტის განცხადება"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%