თარიღი    დრო

ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 20:30 09.12.2018 83

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის სახელმწიფო მდივანს, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორ მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო მდივანს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. ხაზგასმით აღინიშნა ტურიზმის, როგორც ხალხთაშორისი ურთიერთობების განსაკუთრებულად ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობა.

მხარეებმა, ასევე, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

„აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის შუამავლის როლს ასრულებს შვეიცარიის მხარე. ასევე, საუბარი გვქონდა მომავალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ ორ სახელმწიფოს გააჩნია ძალიან ბევრი საერთო, მათ შორის, ლანდშაფტის, გეოგრაფიული მდგომარეობის კუთხით და დღეს არსებული ურთიერთობები გამოგვადგება იმისთვის, რომ მომავალში უფრო მეტი ინვესტიციები განხორციელდეს საქართველოში და უფრო მეტი ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს ამ ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ მიმართულებაზე გვქონდა ყველა იმ თანამდებობის პირთან საუბარი, ვისთანაც დღის განმავლობაში შეხვედრა გავმართეთ",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა შვეიცარიასთან, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს. პოზიტიურია იმის მოსმენა, რომ შვეიცარიელი დეპუტატები კარგად იცნობენ საქართველოში არსებულ ვითარებას. მათ, ზოგადად, აინტერესებდათ, რა კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციის როლი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი და გაძლიერებული პარლამენტში. შვეიცარიული პოლიტიკური სისტემა ძალიან კომპლექსური და რთულია, თუმცა, ბევრი რამ არის, მათ შორის, საპარლამენტო კულტურის და ზოგადად, პოლიტიკური კულტურის კუთხით, გადმოსაღები ამ ქვეყნიდან. სამუშაო ბევრია, რომ პოზიტიური და ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს დეოკუპაციასთან და ზოგადად, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებაში. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო და ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოვდეს",- განაცხადა დეპუტატმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%