თარიღი    დრო

1 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 16:08 08.16.2018 202

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 01 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოავლინეს. 

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 4 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 3 ფაქტი - კახეთში, ხოლო 1 ფაქტი იმერეთში.

მოქალაქეები ნადირობისთვის აკრძალული იარაღებით (ე.წ "მანოკით" და ფარით), აკრძალულ დროს ნადირობდნენ.

იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში, უმეთვალყურეოდ მიტოვებული, ჩართულ მდგომარეობაში მყოფი ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრო თვითნაკეთი მოწყობილობა ე. წ. "მანოკი" ნახეს. ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებს 7 ერთეული მწყერი ჰყავდათ მოპოვებული. მათ უკანონოდ მოპოვებული მწყერი ჩამოერთვათ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იხსნება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%