თარიღი    დრო

დადასტურდა, რომ ტატუნაშვილის სიკვდილი მასზე ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ, ძალიან დიდმა ტრავმამ გამოიწვია - ციხელაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:50 08.10.2018 207

დადასტურდა, რომ ტატუნაშვილის სიკვდილი მასზე ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ და ძალიან დიდმა ტრავმამ გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ეს დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება სტრასბურგში სახელმწიფოთაშორისი დავისთვის, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„გამოძიებისთვის და ამ საქმისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კომისიური დასკვნა. დადასტურდა, რომ ტატუნაშვილის სიკვდილი მასზე ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ და ძალიან დიდმა ტრავმამ. კომისიური დასკვნა თავისთავად არის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, რომელშიც შესწავლილი იყო ფაქტებისა და მონაცემების სრული ერთობლიობა. ამ დასკვნამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა სწორედ მისი უკანონო პატიმრობისა და მასზე ფიზიკური ძალადობის, მისი წამების შედეგად. გამოძიებისთვის, რომელიც მიმდინარეობს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%