17-18 ივლისს, საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონალურ შეხვედრებს მასპინძლობს.
17 ივლისს, 09:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახსნის.
ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი.
ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ეროვნულ ბანკი, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).
ფორუმის მუშაობაში 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.