თარიღი    დრო

ევროპარლამენტმა, ევროკავშირში წევრობის პრეტენდენტი ქვეყნებისთის 10 მილიარდი ევროს გამოყოფა შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 15:46 05.17.2018 414

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანმა შესთავაზა ევროკავშირს, გამოყოს 10 მილიარდი ევრო, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ეკონომიკის ინვესტიციისათვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობის პრეტენდენტები არიან.

"მე, სამიტის ფარგლებში შევთავაზე ბალკანეთში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის პაკეტი, 10 მილიარდის ოდენობით, რათა განხორციელდეს ევროპული ინვესტიცია რეგიონში, მისი ინფრასტრუქტურისთვის“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ანტონიო ტაიანმა .

მანამდე ევროკავშირმა მასთან გაერთიანების კანდიდატობის სტატუსი მიანიჭა - ალბანეთს, მაკედონიას, სერბიას და მონტენეგროს. 2016 წლის თებერვალს, ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეიტანა - ბოსნია და ჰერცეგოვინამ. ხოლო კოსოვო, რომელიც ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან 23-მა აღიარა, ასევე აცხადებს პრეტენზიას მის წევრობაზე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%