თარიღი    დრო

„რუსთავი 2“-ის შენობასთან ანტიქრისტიანული ბრბო იყო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე - მამა იერონიმე

საქართველო, თბილისი - 11:22 03.20.2018 19174

ის რაც მოვისმინე და დავინახე ''რუსთავი 2''-ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე, - ასე ეხმაურება ათონის მთაზე მოღვაწე ბერი მამა იერონიმე "ქართული მარშის" მხრიდან "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმას.

როგორც ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს, გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ "ქრისტეს დამცველთა" მიერ შეძახილები: "იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა...", "ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო" და ა.შ.

''ჩემი აზრით:

1) ბატონმა გიორგი გაბუნიამ, ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა, რომ იესო ქრისტეს სახელი, ქართულ საზოგადოებაში არის ძალზედ სენსიტიური და მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას, აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებად მივიჩნევ მის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს. ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!

2) ის რაც მოვისმინე და დავინახე ''რუსთავი 2''-ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე. როგორ შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა, ამ მძიმე მარხვაში მეორე ადამიანს, თუნდაც ათეისტს და მტერს მიაყენოს ამ დონის შეურაცხყოფა და დარწმუნებული ვარ, მანქანაში რომ არ მჯდარიყო ბატონი გაბუნია, აუცილებლად მოკლავდნენ სიამოვნებით, მინიმუმ დაასახიჩრებდნენ.

3) მიმაჩნია რომ ბატონი გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ "ქრისტეს დამცველთა" მიერ შეძახილები: "იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა...", "ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო" და ა.შ, ამის გაგონებაც კი მზარავს...

4) ჭეშმარიტი ქრისტიანები ორმოცეულის მარხვის პროცესში არიან და ელოდებიან უფლის აღდგომის დღესასწაულს, სინანულით და სიხარულით... რომელ იქ მყოფ ადამიანში ამოიცანით მმარხველი?!

5) გაიჟღერა სიტყვებმა, "ეს რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მომხდარიყო, გაბუნიას ჩამოახრჩობდნენ, ან ცოცხლად გაატყავებდნენ და ჩვენ რატომ უნდა მოვითმინოთო".

ანუ გესმით თქვენ ეს სიტყვები რას ნიშნავს?! ადამიანებმა ისიც კი არ იციან რატომ არ უნდა მოკლან სხვა ადამიანი... იმიტომ რომ იმ უფალს, რომელსაც თითქოს თქვენ იცავთ, ნათქვამი აქვს თქვენდამი საუკუნეების წინ რომ არა "კაც-ჰკლა"!

თქვენ ვერ იაზრებთ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა?!

რომ გჭირდებათ მუსლიმებს ჰბაძავთ, მაგრამ მუსლიმებს კიარა ჯიჰადისტებს და რომ გჭირდებათ, ღორის თავს უკიდებთ მუსლიმებს მედრესეზე!

ღმერთმა შეგვამეცნებინოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა!", - წერს მამა იერონიმე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან გუშინ დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. 

შეგახსენებთ, ე.წ. ქართული მარშის" წევრები გუშინ "რუსთავი 2" -ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%