თარიღი    დრო

“ქართულ ოცნებას” არ სურს, ხალხს ცხოვრება გაუიაფოს - ჭიაბერაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:21 02.24.2018 748

მთავრობა ისევ ხალხის ხარჯზე აპირებს საკუთარი კეთილდღეობის ზრდას, - ასე აფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილი “ქართული ოცნების” მიერ “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ჩაგდებას პარლამენტში.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” რომ უარი არ ეთქვა:

  • საწვავზე აქციზის განახევრებაზე, მოქალაქეებს გაუიაფდებოდათ ბენზინი, დიზელი და თხევადი გაზი, უფრო ძვირს არ გადაიხდიდნენ მგზავრობაში
  • წლიურად 100,000 ლარამდე ბრუნვის მქონე ბიზნესის გადასახადებისგან მთლიანად გათავისუფლებაზე, შეღავათი მიეცემოდა ათასობით კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონს, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა თუ სხვა წვრილ საწარმოს
  • საშემოსავლო გადასახადის დაწევაზე, თითოეულ დასაქმებულს ხელფასიდან მეტი დარჩებოდა ჯიბეში
  • საფოსტო გზავნილებზე დაუბეგრავი 300-ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდაზე, ათასობით მოქალაქეს გაცილებით იაფი დაუჯდებოდა ინტერნეტით ნივთების გამოწერა

“იმიტომ, რომ არ უნდა, თავად მოიკლოს კეთილდღეობა, ხელისუფლება უარს ამბობს “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული”, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” კვლავ აპირებს პარლამენტში კანონპროექტების წარდგენას და აიძულებს ხელისუფლებას, გაატაროს ხალხის საკეთილდღეო კანონები.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%