თარიღი    დრო

მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მმართველობას - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:44 10.20.2017 194

ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საარსებო გარემოს, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისათვის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. 

,,მინდა, ვთხოვო ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა ჩემს თანამებრძოლს, მეგობრებო, ჩვენი ერთად დგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, მხარი უნდა დავუჭიროთ ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის სწორ გეგმაზომიერ განვითარებას, ჩვენი შვილების ჯანსაღ და განათლებულ მომავალს, მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მმართველობას. მხოლოდ ასე, ერთად დგომით შევძლებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას. 21 ოქტომბერს ყოველი ჩვენგანი უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო უბანზე და მხარი დავუჭიროთ "ქართულ ოცნებას". თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნე სიცოცხლით სავსე ქალაქი, აბა, გამარჯვებამდე", - აღნიშნა კახა კალაძემ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%