თარიღი    დრო

როდესაც უკრაინაზე არის ლაპარაკი, იქ საქართველო აღარ მოიხსენიება - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:38 08.02.2017 1949

“ძალიან მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტის ჩასვლა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამდენი სპეკულაცია იყო იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიგვატოვებს”, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრიორიტეტები არ იცვლება, საქართველო რჩება მსოფლიო დიდი ძალების რადარზე.

„პრობლემაც არსებობს - როდესაც უკრაინაზე არის ლაპარაკი, იქ საქართველო აღარ მოიხსენიება. ეს არის დიდი დანაკარგი და იმედია ამის ცოტათი შემობრუნება მაინც მოხდება. ყველა საერთაშორისო ფორუმზე ახლა არის მხოლოდ უკრაინაზე საუბარი, მე ეს მიხარია როგორც უკრაინის მოქალაქეს, მაგრამ ეს არ მომწონს, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმიტომ, რომ ჩვენ თავის დროზე ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოც იმ დონეზე ყოფილიყო აწეული როგორც უკრაინა, ამიტომ ჩვენ რაღაცები დავკარგეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%