მოქალაქეებისათვის სასმელი წყლის მიწოდების საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები დაამტკიცა. კერძოდ, კომპანიებს განესაზღვრათ საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონე და სამიზნე ნიშნულები.
წყალმომარაგების ლიცენზიანტები ვალდებულნი იქნებიან კომისიას წარუდგინონ საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მიზნად უნდა ისახავდეს არსებული სიტუაციის სამიზნე მაჩვენებლამდე გაუმჯობესებას.
სემეკის მიერ დამტკიცებული 11 სხვადასხვა საკვანძო მაჩვენებელი შეეხება მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხს, სასმელი წყლით მომარაგების დაფარვის არეალს, სასმელი წყლის მიწოდების უწყვეტობას, სისტემის დანაკარგებსა და სხვადასხვა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. წყალმომარაგების კომპანიისათვის საკვანძო მაჩვენებლების ნიშნულები ინდივიდუალურად განისაზღვრა.
საკვანძო მაჩვენებლების საფუძველზე შედგენილი კომპანიების საინვესტიციო გეგმების შესრულების მონიტორინგს სემეკი განახორციელებს