ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციამ ესპანეთში, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2020“ მიიღო მონაწილეობა.
✅მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. გამოფენას დაესწრო ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.
✅FITUR 2020-ზე 165 ქვეყანა და რეგიონი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე 11 ათასამდე ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, დამთვალიერებელთა რაოდენობამ კი 110,848 შეადგინა.
✅ესპანეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 15 ტურისტული კომპანია და სახელმწიფო უწყება იყო წარმოდგენილი, მათ შორის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.
ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამოფენაზე ესპანეთის ტურისტული კომპანიების, ონლაინ პლათფორმების ხელმძღვანელებს და ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდნენ.
✅„FITUR 2020“-ზე ვირტუალური რეალობის სათვალეების (VR) საშუალებით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს და პროდუქტებს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.