✅ მთავრობის დადგენილებით განხორციელდა მნიშვნელოვანი დაზუსტება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე ჩვენი მეწარმე სუბიექტებისათვის, რომლებიც საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.
✅ ცვლილების შედეგად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, მის მიერ მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე წარმოებული/გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, ხოლო სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული პირის შემთხვევაში - მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.
✅ ცვლილება ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებაში წარმოებით დაინტერესების კიდევ უფრო ზრდას და მთაში უკვე მომუშავე მეწარმეების დამატებით ხელშეწყობას.
✅ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით უკვე 403 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.
✅ მეწარმეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდებიან გადასახადებისაგან:
► მეწარმე ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლის ვადით;
► საწარმო თავისუფლდება მოგების და მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონების გადასახადებისგან 10 წლის ვადით.