რუსთავის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 29 იანვარს, დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში, გ.ბ.-მ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გ.ა.-ს მუცლის არეში დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ა. გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა გ.ბ. 2019 წლის 30 იანვარს ქ. დმანისში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.