ეკა ბესელიას პოლიტიკური პარტია ,,სამართლიანობისთვის" იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა. პარტიამ დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ აირჩია ეკა ბესელია. ასევე არჩეულია პოლიტიკური საბჭო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბება და რაიონული ორგანიზაციების შექმნა. ასევე დაიწყო ქალთა ორგანიზაციისა და ახალგაზრდული მოძრაობის ჩამოყალიბების პროცესი.
პარტიაში გაწევრიანდა ბევრი პოლიტიკისთვის ახალი, თუმცა პროფესიაში წარმატებული, საინტერესო ადამიანი და მათ წარდგენას და საზოგადოებისთვის გაცნობას პარტია სექტემბრის ბოლოს გეგმავს.