ENG / RUS

რა არის და რას აკეთებს ევროკომისია

გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტმა ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტად აირჩია. იგი ჟან-კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს.

უახლოეს მომავალში, ურსულა ფონ დერ ლაიენი შეუდგება ევროკომისრების გუნდის ფორმირებას, რომელთანაც ერთად შეუდგება უფლებამოსილებას განხორციელებას, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან.

მაგრამ რა არის ევროკომისია (ევროპული კომისია) და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ან რა გავლენას ახდენს ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები 500 მილიონამდე ევროპელის ცხოვრებაზე, პასუხებს ამ კითხვებზე ამ სტატიაში წაიკითხავთ.

რას საქმიანობს ევროკომისია?

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების გარდა).

იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს.

კომისია აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულების პროცესს.

მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტებს დაამტკიცებს ევროპარლამენტი და ევროკავშირის მინისტრთა საბჭო, პროექტები იქცევიან კანონებად.

ევროკომისიის შტაბბინა განთავსებულია ბრიუსელში. მასში დასაქმებულია დაახლეობით 32 000 ადამიანი და მისი წლევანდელი ბიუჯეტი 3,6 მლრდ ევროა.

ევროკავშირის მიღმა ევროკომისიის ოფისების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე https://bit.ly/2kpSQEc

როგორ ირჩევენ პრეზიდენტის/კომისრების კანდიდატურას?

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ 28 ევროკომისარს.

ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს.

ამასთან, პრეზიდენტთან ერთად ინიშნება და მტკიცდება კომისიის სხვა წევრებიც, ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოდან.

ყოველი კანდიდატი მტკიცებდა ევროპარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობით. ევროპარლამენტში კი 751 წევრია.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად წარმოადგენს ევროკავშირს საგარეო ურთიერთობებში.

ევროკომისია შედგება შვიდი ვიცე-პრეზიდენტისგან, მათ შორის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.