შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას მშვიდად შეელევა , - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა „არჩევანში“.
მისი თქმით, ოპოზიციას შანსი აქვს, გაუშვას ივანიშვილი სახლში თუ ის მკაფიო გამარჯვებას მოიპოვებს.
„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ასე მშვიდად შეელევა. პირველ რიგში, ეს არის ქონება. ეს ადამიანი აპირებს აქ ცხოვრებას. წარმოუდგენია, რომ ესე უნდა იყოს როგორც არის. მისი წარმოდგენა და რეალობა აცდენილია. მაგრამ თუ იქნება მკაფიო გამარჯვება, ვერანაირი ივანიშვილი და რუსეთი მის უკან მდგომი ვერაფერს ვერ შეცვლის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.