20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7798 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7871 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.73 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1406 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1229 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.77 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4840 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5348 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 ივნისიდან შევა ძალაში.