ლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც „ნინოსხევის ჩანჩქერის“ (გურგენიანის) ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
ლაგოდეხში , „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს