სალომე ზურაბიშვილის მიმართ არ ხდება ცილისწამება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ უღირს კანდიდატად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვითარების აღწერა
„სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს „ქართული ოცნების" გუნდს. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპონენტებთან იყენებს მხოლოდ შერჩევით სამართალს, სიძულვილის ენას. ეს არის ჯგუფი რომელიც ჩვენ გვესროდა კვერცხებს, მათ კორცხელში სპორტსმენები გამოიყენეს, რათა მათთვის სასურველი შედეგი დადებულიყო არჩევნებში. ეს არის ჯგუფი, რომელიც მიმართავდა ყველა ბინძურ მეთოდს, მათ შორის მთავარი პროკურორის ოთახიდან დაკარგულ ზურაბ ჟვანიას ფოტოებს და 9 თვის ბავშვის დახრჩობას, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს.
კეთილი ინებოს და ნუ საუბრობს სალომე ზურაბიშვილი არაევროპულ კამპანიაზე. მის მიმართ არ ხდება ცილისწამება. როდესაც მას მიიჩნევენ უღირს კანდიდატად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვითარების აღწერა, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ის უნდა მოიხსენიო ისე, რასაც წარმოადგენს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.